2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ომსა და მშვიდობაზე შექმნილი საპრეზენტაციო თემებითა და ნაკეთობა-ნახატების გამოფენით - უარი ძალადობას და ბრძოლა მშვიდობიანი თანაარსებობისათვის
3.პროექტის აქტუალობა: ომი და მშვიდობა კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყოველთვის პრობლემური საკითხები იყო. ასეა საქართველოს თანამედროვე ცხოვრებასა და შოთა რუსთაველის "ვაფხისტყაოსანში".
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი აზრისა დაფიქსირება, დამოკიდებულების გამოხატვა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული მოვლენების მიხედვით ,ისე რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ისტორიული მოვლენიბის მიხედვით. თავიანთი მოსაზრებები და წარმოდგენები გამოხატონ როგორც საპრეზენტაციო თემებით ,ისე თავისი ხელით შექმნილი ნაკეთობა-ნახატებით.
5.მონაწილეთა ასაკი: მეათე კლასის მოსწავლეები-16 წლისანი
6.ვადები/ხანგრძლივობა: ოთხი დღე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საპრეზენტაციო თემები და ნაკეთობა- ნახატების გამოფენა
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საწავლო სახელმძღვანელოები, კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატები, საღებავები, ფანქრები, ილუსტრაციები, ჩარჩოები, მარკერები...
9.პროექტის მსვლელობა: I აქტივობა: თემის შერჩევა. II აქტივობა :კლასის ორ ჯგუფად გაყოფა; III აქტივობა:ჯგუფებს შორის დავალებების გადანაწილება: ერთი ჯგუფი იმუშავებს ომის თემაზე, მეორე ჯგუფი - მშვიდობის თემაზე; IV აქტივობა: მასალების მოძიება, ხელოვნების მასწავლებელთან თანამშრომლობით ისტორიული და ნაწარმოების დროისთვის შესაბამისი გარემოსი და გმირთა ჩაცმულობის განსაზღვრა... V აქტივობა: მასალების დამუშავება-დახარისხება; VI აქტივობა: საპრეზენტაციო თემებისა და ხელნაკეთობა-ნახატების ჩამოყალიბება-დასრულება; VII აქტივობა: თემების პრეზენტაცია კომპიუტერისა და პროექტორის დახმარებით, ნაკეთობა-ნახატების გამოფენა; VIII აქტივობა: პროექტის შესახებ დისკუსია, შეფასება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:უშუალო კავშირი ისტორიასა და ხელოვნებასთან, ასევე- ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან და ინდიკატორებთან;
11. პროექტის ხელმძღვანელი: (მასწავლებელი)ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა ქაშიაშვილი;
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekaqashiashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ekaqashiashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment